glitter link generator
Cs ისტორია - 4 აგვისტოში 2010 - CS PORTAL




გვჭირდება UPLOADEREBI მსურველემბა მომწერეთ skype:nika_nikusha523


საიტის მენიუ
სკინები
ტურები
ანტიჩეთი
თამაშები
პროგრამები
ხმები
ლოგოები
კონფიგები
ფონები
სერვერ მოდები
პაჩები
დემოები
სერვერები
გაკვეთილები
CS-დიზაინები
HLTV
CS-ისტორია

მინი-ჩათი

მეგობრები

music

ჩვენი გამოკითხვა
რომელ იარაღს იყენებდ ქაუნთერში?

სულ ნაპასუხებია: 159

რეკლამა












მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » Cs ისტორია
19:26
Cs ისტორია
1999 წელი, იანვარი, ზამთრის ცივი დღე. მოხუცი მინ ლიი (Mihn Le), რომელიც მონაწილეობდა Quack Action 2-ის მოდელების შექმნაში, ტოვებს პროექტს. ჯეს კლიფთან ერთად (Jess Cliffe) ის ჩაიფიქრებს შექმნას თამაში საკუთარ გემოვნებასა და იდეებზე დაყრდნობით, ზემოთ აღნიშნული პროექტიდან წამოსვლის მიზეზიც სწორედ ამის განხორციელების ვერ შეძლება გახლდათ. ისინი იწყებენ თამაშის გრაფიკაზე მუშაობას და გარკვეული ხნის შემდეგ უკვე მზად აქვთ მოდელები, გადაწყდა, რომ ახალი თამაში გარკვეულწილად Half Life-ს ბაზაზე შექმნილიყო, რომელიც უკვე მზა სახით უნდა გამოსულიყო იმავე წლის აპრილიდან. გაზაფხულზე პირველი რეკლამებიც გამოჩნდა, ლიი დებდა პირობას და მისი იდეიდანაც ჩანდა, რომ აპირებდა შექმნა მილიონობით იუზერისთვის ოცნებად ქცეული თამაში, ამიტომ ამ რეკლამებმა გამოსვლისთანავე უდიდესი აჟიოტაჟი და დადებითი რეაქციები დაიმსახურეს. 1999 წლის 15 მარტს ლიი თამაშის სახელს აქვეყნებს, რომელიც დღემდე არ შეცვლილა, ერთი თვის შემდეგ კი პირველი ბეტა ვერსიაც გამოდის. თამაში უფასოა, ამიტომაც მსოფლიოში ახალ მანიას ეყრება საფუძველი. პირველი სათამაშო სერვერი იმავე წლის შემოდგომაზევე იწყებს მუშაობას, თამაშის აუდიტორიაც დღიდითღე იზრდება, არარეალური რაკეტების და სხვა ბავშვური იარაღების სროლით დაღლილი გეიმერები, მათ წინაშე ნამდვილს მაქსიმალურად მიმსგავსებული კალაშნიკოვის დანახვაზეც კი სიხარულით ივსებიან. ამასთან ერთად ლიი უფრო და უფრო გაუმჯობესებულ ბეტა ვერსიებს უშვებს, რითაც ხალხის ფართო მასების ყურადღებას იპყრობს. 1999 წლის 12 აპრილს კომპანია Valve საჯაროდ აცხადებს პროექტისადმი თავისი როგორც მორალური ისე მატერიალური მხარდაჭერის შესახებ, რიგით მე-5 ბეტა ვერსიის შექმნაში კი მონაწილეობას უკვე კანადური კომპანია Barking Dog Studio-ც იღებს, რომელსაც ლიის მსგავსად შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებდა Valve-სთან. ეს სტუდია გახლდათ ავტორი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშისა, "Homeworld:Cataclism" . მათმა თანამშრომლობამ თამაშის მნიშვნელოვნად დახვეწა გახადა შესაძლებელი და აი 2000 წლის ნოემბერში გამოდის მისი პირველი სრული ვერსია "Counter Strike 1.0". თამაში ორ, ფასიან და უფასო ვერსიებად გამოვიდა, რომლის გადმოწერაც ინტერნეტიდან იყო შესაძლებელი, ასე რომ ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ადამიანის ქმნილება ყველა დროის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-თამაში გახდა, და ერთად აღებულ მაშინდელ ჰიტებს, "Unreal"-სა და "Delta Force"-ს აჯობა. 1.0-ის გამოსვლის შემდეგ ლიი ახალ და ახალ ვერსიებს აპროექტებდა, თუმცა არ ცვლიდა თამაშის ძირითად სახეს, უბრალოდ ავსებდა ბაგებს და კიდევ უფრო ხვეწდა დიზაინს. იმავე 2000 წელს Valve-მ გამოუშვა ახალი თამაში "Counter Strike:Condition Zero", 2004 წელს მან უარი თქვა ამ თამაშის წარმოების უფლებებზე, თუმცა არც სხვა მსურველი აღმოჩნდა, მიზეზი კი "მსოფლიო გეიმერთა ასოციაციის" მხრიდან მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გახლდათ. 2004 წლის ოქტომბერში გამოდის კიდევ ერთი ახალი თამაში "Counter Strike: Source.
კატეგორია: CS-ისტორია | ნანახია: 726 | დაამატა: G0DFATHER | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
(Example: Page with entry full text and its comments --->
2 PrOGaMeR (02.04.2011 10:33) [Материал]
:D:D:D

სახელი *:
Email:
კოდი *:


შესვლის ფორმა

კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ზუსტი დრო

რეკლამა








ONLINE
widgeo.net
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

SKYPE
My status

ჩანაწერების არქივი


Copyright MyCorp © 2026Free site builder - uCoz